საქართველოში AJET შემოდის - ავიაკომპანია თბილისიდან სტამბოლში ყოველდღე იფრენს

საქართველოში AJET შემოდის - ავიაკომპანია თბილისიდან სტამბოლში ყოველდღე იფრენს

საქართველოში ახალი თურქული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია AJET შემოდის.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანია თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით ყოველდღე იფრენს. ფრენები 31 მარტიდან დაიწყება.

AJET-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ავიაკომპანია ANADOLUJET-ს ჩაანაცვლებს და კონკურენციას დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანების გაუწევს. AJET-ის მმართველი კომპანია TURKISH AIRLINES იქნება.