საქართველოს მიერ ე.წ. მწვანე ცირკულარით ძებნილი ქურდული სამყაროს წევრი თურქეთში დააკავეს

საქართველოს მიერ ე.წ. მწვანე ცირკულარით ძებნილი ქურდული სამყაროს წევრი თურქეთში დააკავეს

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი ერლიქაიამ, განაცხადა, რომ ქვეყნის სამართალდამცველებმა ორი საერთაშორისო დონეზე ძებნილი პირი დააკავეს — ერთი რუსეთის, მეორე კი საქართველოს მოთხოვნით.

მინისტრის თქმით, რუსეთის მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ტერორიზმის ბრალდებით ძებნილი პირი, ლ.რ, ქალაქ ჰათაიში დააკავეს, ხოლო საქართველოს მიერ ე.წ. მწვანე ცირკულარით ძებნილი, რუსეთში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების (vor v zakone) წევრი, ბ.პ., ანტალიაში აიყვანეს.

ოპერაციები ინტერპოლ-ევროპოლისა და თურქეთის მიგრაციის სამსახურის კოორდინაციით ჩატარდა.