საქართველოს ელექტროსისტემა: შეზღუდვა კავკასიონის ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიამ გამოიწვია

საქართველოს ელექტროსისტემა: შეზღუდვა კავკასიონის ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიამ გამოიწვია

საქართველოს ელექტროსისტემის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა კავკასიონის ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიამ გამოიწვია. ამის შესახებ გამოცემა ინტერპრესნიუსს საქართველოს ელექტროსისტემამ განუცხადა.

"მათივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია ავარიის გამომწვევი მიზეზი, თუმცა როგორც ისინი აცხადებენ, მათი მხრიდან, გამანაწილებელი კომპანიებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და ელექტრომომარაგება ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად აღდგება", - წერს გამოცემა.

მანამდე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის გამო, თბილისის მეტროს პირველი ხაზი დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს.

"ელექტროენერგიის მოწოდების აღდგენისთანავე მეტრო გააგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში", - წერს კომპანია.