![ტრამპი: [რუსებმა] ყირიმი წაიღეს ობამას დროს, საქართველოს ნაწილი - ბუშის, ჩემ დროს არაფერი](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/b5afd023-abdf-4615-8a03-1a64cbe9c075.jpg)
ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, საქართველოს მოქალაქის დაშავების, დაკარგვის ან გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საელჩოში არ შესულა.
ის ადასტურებს, რომ ჰამასის თავდასხმის შედეგად დაღუპულია 2 ქართველ-ებრაელი.
ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა.
უწყების ცნობით, დაღუპულთა შორის ათობით სამხედრო და პოლიციელია, რომლებიც შეტაკების დროს დაიღუპნენ.
რაც შეეხება დაშავებულთა რაოდენობას, საავადმყოფოებში 2 048 ადამიანია გადაყვანილი, მათ შორის 20 მოქალაქის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
***
გუშინ, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.