საქართველოს აეროპორტებიდან დღეს 19 ავიარეისი გაუქმდა

საქართველოს აეროპორტებიდან დღეს 19 ავიარეისი გაუქმდა

ისრაელსა და ირანს შორის გამწვავებული კონფლიქტის გამო, საქართველოს აეროპორტებიდან დღეს, 14 ივნისს 19 რეისი გაუქმდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაუქმდა 15 ავიარეისი, მათ შორის - აბუ-დაბის, შარჟის, ერბილის, დელის, დუბაისა და თელ-ავივის მიმართულებით.

4 რეისი გაუქმდა ბათუმის აეროპორტიდან, მათ შორის 2 ისრაელის, ერთი ირანისა და ერთი არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით.

***

13 ივნისს ისრაელმა ირანზე მასშტაბური იერიში მიიტანა და ბირთვულ სამიზნზეებს დაარტყა.იერიშის დაწყებისთანავე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ქვეყანაში "განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა" გამოაცხადა.

ოპერაციის დაწყების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა და თქვა, რომ ისრაელმა დაიწყო ოპერაცია - "აღმავალი ლომი", რომელიც მისი თქმით, "გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება".

ირანმა ისრაელში საპასუხო 2-ფაზიანი იერიშის მიიტანა და ისრაელის მიმართულებით ჯამში დაახლოებით 150 ბალისტიკური რაკეტა ისროლა. IDF-ის თანახმად, 150-დან 9 რაკეტა ჩამოავარდა, რის შედეგადაც დაშავდა 15 ადამიანი.

იერიშის დაწყებიდან მალევე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა წინასწარ იცოდა ისრაელის გეგმების შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ-ის სამხედროებს ოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღიათ.