საქართველოს ნაკრები მომდევნო თამაშისთვის ემზადება. ეროვნული გუნდი 22 ივნისს, შაბათს, ჩეხეთს დაუპირისპირდება. თურქეთთან დამარცხების მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს ჯგუფიდან გასვლის შანსს. ვილის სანიოლის შეგირდები გუშინდელი მატჩის შემდეგ პირველი ვარჯიშს მართავენ.