საქართველო-ჩეხეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

საქართველო-ჩეხეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

საქართველო-ჩეხეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ბილეთების შეძენა მხოლოდ ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი და მათ რეალიზაციას TKT.GE უზრუნველყოფს.

ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, საქართველო-ჩეხეთის თამაშის ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.

საქართველოს ნაკრები ჩეხეთს 7 სექტემბერს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება.