საქალაქო სასამართლოსთან სალომე კენჭიაშვილი და ალბი კორძაია დააკავეს

საქალაქო სასამართლოსთან სალომე კენჭიაშვილი და ალბი კორძაია დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ კიდევ 2 ადამიანი დააკავა. დაკავებულები არიან - სალომე კენჭიაშვილი და ალბი კორძაია.

დაკავებამდე ალბი კორძაია Facebook-ზე LIVE-ს იღებდა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აკავებს მათ პოლიცია.

მანამდე, პოლიციამ საქალაქო სასამართლოსთან კიდევ ერთი ადამიანი დააკავა. პოლიციის წარმომადგენელმა ფორმულას ჟურნალისტს უთხრა, რომ კაცი "იგინებოდა და ამიტომ დააკავეს".