საქალაქო სასამართლოში ნინო დოლიძე გამოკითხეს

საქალაქო სასამართლოში ნინო დოლიძე გამოკითხეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიებულის ფარგლებში, სამართლიანი არჩევნების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე გამოკითხეს.

დოლიძის თქმით, კითხვები შეეხებოდა საპროტესტო აქციების მიმდინარეობას როგორც გაზაფხულზე, ასევე, ნოემბერ-დეკემბერთან დაკავშირებით და ჰკითხეს, "იყო თუ არა ორგანიზაცია ჩართული აქციების ორგანიზებაში და ჰქონდა თუ არა კავშირი ძალადობასთან".

"აინტერესებდათ, იყო თუ არა ორგანიზაცია ჩართული აი, ამ აქციების ორგანიზებაში და ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი ძალადობასთან და ა.შ. და ცხადია, კითხვები იმ შესყიდვასთან და ჩემს განცხადებებთან დაკავშირებითაც.

ჩემი პასუხი იყო, რა თქმა უნდა, რაც არის სიმართლე. სამართლიანი არჩევნები მუდმივად და არსებობიდან იცავს დემოკრატიას ქვეყანაში, იცავს ადამიანის უფლებებს. ის, რასაც ჩვენ ვახორციელებთ ამ აქციების დროს, მონიტორინგი იქნებოდა, იურიდიული დახმარება თუ ა.შ. აბსოლუტურად ჯდებოდა ჩვენს საქმიანობაში, იყო საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში და ვახორციელებდით საქართველოს ევროპული, დემოკრატიული მომავლის დაცვას", - თქვა დოლიძემ.

27 აგვისტოს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშებს ყადაღა დაადეს.

დაყადაღებულია “სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის”, „დემოკრატიის მცველების”, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის”, „საფარისა” და “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ანგარიშები.

პროკურატურამ ამ საქმეზე არასამთავრობოების ხელმძღვანელები გამოკითხვაზე დაიბარა.