საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში

საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში

ოცნებამ კულტურა და სპორტი ისევ გაყო. მინიმალური მხარდაჭერის მქონე მმართველი ძალა მთავრობაში საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებს ატარებს, წულუკიანის სამინისტრო ორ ნაწილად გაიყოფა. არადა თავის დროზე სამინისტროები სწორედ ივანიშვილის გუნდმა გაერთიანა. წულუკიანისგან მძიმე მემკვიდრეობა რჩება კულტურის ნაწილში თინათინ რუხაძეს, სპორტში - შალვა გოგოლაძეს. ოპოზიციისთვის საერთოდ გაუგებარია, რატომ ანაწილებს კობახიძე პოსტებს, როცა 8 დღეში ოცნება არჩევნებს აგებს.