საიდუმლო მასალების გავრცელება

საიდუმლო მასალების გავრცელება

პენტაგონის გრიფით საიდუმლო მასალების სოცმედიაშიგასაჯაროების შემდეგ შეერთებული შტატებისა და უკრაინის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ტელეფონით პირველად ილაპარაკეს. დმიტრო კულებამ ენტონი ბლინკენისგან ურყევი მხარდაჭერის გაგრძელების პირობა მიიღო. სახელმწიფო მდივანმა უკრაინელი კოლეგა იმაშიც დაარწმუნა, რომ ვაშინგტონს ბრძოლის ველზე უკრაინის გამარჯვების შესაძლებლობაში ეჭვი არასდროს შეჰპარვია. უკრაინაში ეგრეთ წოდებული საიდუმლო მასალების გავრცელების უკან რუსული სპეცსამსახურის ინტერესებს ხედავენ, თუმცა დარწმუნებული არიან, რომ მათი შინაარსის გასაჯაროება უკრაინას ვერ დააზარალებს.