ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ინფორმაციით, სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება 22:00 საათიდან დაიწყეს - თავდაპირველად ჩიტაძის ქუჩაზე პარლამენტის შესასვლელთან, ხოლო შემდეგ 23:20-დან ჩიტაძის ქუჩისა და რუსთაველის გამზირის კვეთის მიმდებარედ.
"თავდაპირველად აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენებას ჩიტაძის ქუჩაზე წინ უძღვოდა რამდენიმე პირის მიერ ჭიშკრის უჯრედებზე ჩაჭიდება და ხმაურით პროტესტის გამოხატვა, ხოლო, შემდეგ საშუალებების გამოყენება უკვე გადაიზარდა დემონსტრანტების ფართო მასების მიმართულებით", - წერს საია.
ორგანიზაცია მიუთითებს, რომ გამოყენებულ სპეციალურ საშუალებების უკანონო პრაქტიკებს შორის განსაკუთრებით საგანგაშოა:
მოუწოდებენ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ადამიანების უფლებების დაცვასთან შეუთავსებელ და ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე.
ასევე, მიმართავენ სპეცრაზმს, არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს და არ გამოიყენონ ძალადობრივი მეთოდები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.