
საიას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში შესულ ცლილებებს რეპრესიულს უწოდებს.
ამასთან, საია-ს შეფასებით, გამომდინარე წინარე პრაქტიკისა, რომელიც მოიცავდა ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო ცვლილებებს მაუწყებლობის შესახებ კანონში და სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარების გამო ადმინისტრაციულ სანქციებს, ეს ცვლილებები რეპრესიულად იქნება გამოყენებული მოქალაქეების და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ.
"საქართველოს პარლამენტში 2025 წლის 18 ივნისს ,,ქართული ოცნების“ ინიციირებული ცვლილებები დაჩქარებულად განიხილეს და 27 ივნისს მესამე მოსმენით მიიღეს:
‼ ცვლილებებით უქმდება გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელოვანი გარანტიები.
‼ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში შესული ცვლილებები წარმოადგენს ქართული ოცნების რეპრესიული პოლიტიკის კიდევ ერთ მაგალითს, რომელიც მიმართულია გამოხატვის თავისუფლების, პოლიტიკური დისკურსის, პლურალიზმის, მედიის და სამოქალაქო სივრცის შევიწროვებისკენ. გამომდინარე წინარე პრაქტიკისა, რომელიც მოიცავდა ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო ცვლილებებს მაუწყებლობის შესახებ კანონში და სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარების გამო ადმინისტრაციულ სანქციებს, ეს ცვლილებები რეპრესიულად იქნება გამოყენებული მოქალაქეების და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ", - წერია საიას განცხადებაში.