საია: 17-ში ჩაინიშნა სხდომა 11 იანვრის აქციის მონაწილეების, მათ შორის მზია ამაღლობელის

საია: 17-ში ჩაინიშნა სხდომა 11 იანვრის აქციის მონაწილეების, მათ შორის მზია ამაღლობელის

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში 17 თებერვალს ჩაინიშნა სხდომა 11 იანვრის საპროტესტო აქციის მონაწილეების, მათ შორის მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.

საია-ს თქმით, სასამართლო სხდომა ისე ჩაინიშნა, რომ ამის შესახებ არ უცნობებიათ არც მზია ამაღლობელისათვის და არც მისი ადვოკატებისათვის, რაც დარღვევას წარმოადგენს.

"ამ დრომდე ჩვენთვის არ გადმოუციათ არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც სასამართლოში საქმის განხილვის დაწყების წინაპირობაა. სამართალდარღვევის პროცესის ჩანიშვნა და განხილვა მხარისათვის შეტყობინების გარეშე, დაუშვებელია.

ზია ამაღლობელი 11 იანვარს მხოლოდ სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს. დაკავების ოქმში ჩაიწერა ყალბი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მზია ამაღლობელი დაკავებამდე ლანძღავდა და შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციას, რაც სრული სიცრუეა. ამ სიცრუეს ადასტურებს მზია ამაღლობელის დაკავების ვიდეოკადრები", - წერს საია.