საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრას მართავენ

საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრას მართავენ

საქართველოში პოლონეთის სრულუფლებიანი ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

ელჩი უწყებაში 9 საათზე იყო დაბარებული, თუმცა, ფორმულას ინფორმაციით, ამჟამად ის საქართველოში არ იმყოფება და დღევანდელ შეხვედრას ვერ დაესწრება.

პოლონეთის ელჩის ნაცვლად, საგარეო საქმეთა სამინისტროში მისიის ხელმძღვანელი მარიუშ პიეტრ ჟაკი იმყოფება, რომელიც ამ წუთებში ილია დარჩიაშვილს ხვდება.

შეხვედრა დახურულ კარს მიმდინარეობს და საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ საუბრობენ. სავარუდოა, რომ საუბრის მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტს შეეხება.

14 ივლისს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან იყო შესული, ფეხსაცმლის საშუალებით მალულად ნიმუშის გატანა სცადა.

პენიტენციურმა ვიდეოკადრებიც გაავრცელა, რომელზეც სავარაუდოდ ექიმს ფეხსაცმლის გახდა მოსთხოვეს, საიდანაც გადახვეული ქაღალდი ამოიღეს. როგორც პენიტენციურში ამტკიცებენ, ამ გადახვეულ ქაღალდში ცდილობდა ექიმი ნიმუშის გატანას.