საგანგებო: თელავში, ხევში გადაადგილებისას 2 მოზარდი დაიკარგა, ისინი უვნებლად გამოვიყვანეთ

საგანგებო: თელავში, ხევში გადაადგილებისას 2 მოზარდი დაიკარგა, ისინი უვნებლად გამოვიყვანეთ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა თელავში ხევის სიღრმიდან უვნებლად გამოიყვანეს მოზარდები, რომლებიც რელიეფის გამო დამოუკიდებლად გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.

საგანგებოს ცნობით, ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

"თელავში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარედ, ხევში გადაადგილების დროს, ორი მოზარდი დაიკარგა და რთული რელიეფის გამო ვეღარ შეძლეს უსაფრთხო ადგილზე დამოუკიდებლად გამოსვლა. ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებმა მოზარდი, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, ხევიდან 25 მეტრის სიღრმიდან უვნებლად გამოიყვანეს. მოზარდების ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება", – წერს საგანგებო.