
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მტკვარში გადავარდნილი მანქანის მგზავრების ძებნა-შველის ოპერაციის დროს, კიდევ 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
საგანგებოს თანახმად, ნაპოვნია კაცისა და ქალის ცხედრები, რომლებიც ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, რომ ქალის ცხედარი 21 წლის აიტაჯ მამედოვას ეკუთვნის, რომელიც მტკვარში 1-ელი აპრილის ღამეს გადავარდა.
ოქტაი ქაზუმოვი წერს, რომ აითაჯ ქაზუმოვას ოჯახი ჰესის გახსნას და მტკვრის დონის დაწევას ითხოვდა, თუმცა, მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ისინი ცხედრის ძებნას თავისი რესურსებით აგრძელებდნენ.