საგამოძიებომ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის 2 თანამშრომელი დააკავა

საგამოძიებომ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის 2 თანამშრომელი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მესტიაში, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის 2 თანამშრომელი დააკავა.

ცნობილია, რომ ერთ-ერთმა ადამიანმა, ცოლად მოყვანის მიზნით, სასაზღვრო პოლიციის ორი თანამშრომლის დახმარებით, 23 წლის გოგო მანქანით გაიტაცა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში წერია, რომ დაკავებულებს თავისუფლების აღკვეთა 7-დან 10 წლამდე ვადით ემუქრებათ.