
რუსეთის მოქალაქეებს - ანასტასია ზინოვკინასა და არტებ გრიბულს, რომლებიც 2024 წლის დეკემბერში თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპული აქციების დროს ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს, 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესჯათ.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მან განაჩენი სათათბიროდ გასვლის გარეშე, დარბაზშივე გამოაცხადა.
***
ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტირუსულ აქციებს ჩაისა და ყავის დარიგებით უჭერდნენ მხარს. 2024 წლის 17 დეკემბერს, არტემი და ანასტასია დააკავეს, ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში.
ადვოკატების თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებები გაყალბებულია და ნარკოტიკის ე.წ. ჩადების შემდეგ, მათ ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის ცრუ ბრალი წარუდგინეს.