საერთაშორისო დონეზე როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით 2008 წლის ომზე ყველაფერი გარკვეულია. საერთაშორისო სასამართლოებში საქმეები მოგებულია, გამოკვეთილია რუსეთისა და სეპარატისტების პასუხისმგებლობა და დადგენილია, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და სამხედროებს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ. სწორედ ამ ფონზე ცდილობს ქართული ოცნება, რუსეთს პასუხისმგებლობა ააცილოს და საქართველო გამოიყვანოს დამნაშავედ. ივანიშვილის რეჟიმი ზუსტად ისე იქცევა, როგორც ამას წლების განმავლობაში აკეთებს კრემლი. ამასთან, სტრასბურგშია ინდივიდუალური საქმეები, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები უძღვებიან. რუსული კანონი ამ ორგანიზაციებსაც გაქრობით ემუქრება. ლუკა ხაჩიძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში.