ადამიანის უფლებთა კომიტეტის თავმჯდომარემ შეხლა-შემოხლის დროს ოპოზიციონერ დეპუტატს პერანგის ღილი ააწყვიტა. ეს ხდებოდა პარლამენტში, თავდაცვის კოდექსის განხილვის დროს. საკანონმდებლო ინიციატივა მეორე მოსმენით გადის. ოპოზიცია ცვლილებებს დისკრიმინაციულს უწოდებს.