საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისაში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 17 წლის მოზარდმა 18 წლის ბიჭი მოკლა. ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე ერთ-ერთმა მოზარდმა მეორე ცივი იარაღით გულში დაჭრა. დაჭრილი საჩხერის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.