საბერძნეთში, ათენთან ახლოს გაჩენილ ტყის ხანძარს სამი ადამიანი ემსხვერპლა

საბერძნეთში, ათენთან ახლოს გაჩენილ ტყის ხანძარს სამი ადამიანი ემსხვერპლა

საბერძნეთში, ათენთან ახლოს, მძლავრი ქარის ფონზე გაჩენილ ტყის ხანძარს უკვე სამი ადამიანი ემსხვერპლა. ხანძარი პარასკევს, კერატეაში, დედაქალაქიდან დაახლოებით 43 კმ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთით გაჩნდა და ძლიერმა ქარმა (80 კმ/სთ-მდე) სწრაფად გაავრცელა.

დაიწვა სახლები, სოფლის მეურნეობის მიწები და ზეთისხილის ბაღები. ადგილობრივმა ხელისუფლებამ რამდენიმე საცხოვრებლისა და მოხუცთა თავშესაფარის ევაკუაცია განახორციელა.

ხანძრის ძირითადი კერა შესუსტებულია, თუმცა ცეცხლის კერები კვლავ აქტიურია. მსგავსი მასშტაბის ხანძრები სხვა რეგიონებშიც მძვინვარებს, მათ შორის ოლიმპიის მახლობლად და კეფალონიაზე.