ამ წუთებში სააპელაციო სასამართლოში ექსპერიმენტი დაიწყო, რომელმაც უნდა აჩვენოს, დაირღვა თუ არა ხმის ფარულობა არჩევნების დღეს. პროცესს კლანის ერთ-ერთ ლიდერად აღქმული მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი უძღვება. მან მანამდე უარი უთხრა საერთაშორისო გამჭვირვალობას, საქმეში მტკიცებულებად დაერთოთ თეთრიწყაროში ჩატარებული ექსპერიმენტი, რომლითაც მოსამართლე ხუჭუამ უტყუარად დაადასტურა, რომ ბიულეტენებზე არჩევანი ხილული იყო