მაღალმა აქტივობამ უნდა გადაწონოს ქართული ოცნების მიერ შექმნილი დაბრკოლებები. ოცნებამ არჩევნების წინა დღესაც მიმართა ნაცად მეთოდებს - ოპონენტების ბანერების დაზიანებას, პირადობის მოწმობების ჩამორთმევას, კიდევ ერთი აქტუალური საკითხი უბნების არასწორად მოწყობაა. ამას სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები უპირისპირებენ უპრეცედენტო მობილიზებას და დამკვირვებლების დიდ რიცხვს.