სააპელაციო გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე განაჩენს ხვალ, 12:00 საათზე გამოახადებს

სააპელაციო გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე განაჩენს ხვალ, 12:00 საათზე გამოახადებს

თბილისის სააპელაციო სასამართლო თანაინვესტირების ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე განაჩენს ხვალ, 12:00 საათზე გამოაცხადებს.

გიორგი ბაჩიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში დამნაშავედ ცნო და მას 11-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ბაჩიაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ისე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. თანხის მითვისების ნაწილში მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში – 11 წლით, რაც საბოლოო სასჯელად დარჩა.

გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით იყო წარდგენილი, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებით.