ღარიბაშვილის მიერ ბორელთან საერთო ბრიფინგის დროს გაკეთებული განცხადების შინაარსი არის შემდეგი: "რუსეთის დავალებით ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რათა არ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი".
მიზანი ზუსტად ესაა: მან და მისმა შვილმა კერძო თვითმფრინავით იფრინონ ამერიკულ უნივერსიტეტებში და დანარჩენ ქართველ ახალგაზრდებს ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა სრულად შეუზღუდოს. ალტერნატივაც უკვე შემოგვთავაზეს - რუსულ უნივერსიტეტებში ქართველებისთვის სწავლა უფასო გახდა.
წერს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე და ასე ეხმაურება პრემიერმინისტრის მიერ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს.
ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "სხვებმა სტატუსი ავანსად მიიღეს", ხოლო ქართველებს "უსამართლობა" არ უყვართ.