სააკაშვილი განაჩენზე: ასე ისჯება ივანიშვილის კლანის მიერ ქვეყნისთვის თავდადება

რამხელა სიურპრიზია ოლიგარქის განაჩენი. ნება დამპყრობლის პირდაპირ აღსრულდა. ესაა მათი პასუხი იმაზე, რომ არ ჩავაბარე საქართველო. იმისთვის, რომ პირველად საუკუნეების განმავლობაში გავბედეთ და ჩამოვაყალიბეთ წარმატებული ქართული სახელმწიფო. მას შემდეგ, რაც ვერაფერი ვერ მიპოვეს, პრაქტიკულად, სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს საპრეზიდენტო ოფისის ოფიციალური ხარჯებისთვის. ასე ისჯება ივანიშვილის მაფიოზური კლანის მიერ ქვეყნისთვის თავდადება და სამშობლოს სიყვარული., ვერ დაგვაშინებენ, ძალა ერთობაშია.

ნათქვამია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც ე.წ პიჯაკების საქმის განაჩენის გამოცხადების შემდეგ ენმ-ის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ წაიკითხა. ე.წ პიჯაკების საქმეზე სააკაშვილს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.