ჩემი სოლიდარობა ალექსეი ნავალნის. ძალიან ნიჭიერ რუსეთის არაადამიანური რეჟიმის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის მებრძოლს, ვისაც დამატებით 20 წელი შეიძლება, მიესაჯოს. ალექსეი, შენ ხარ უფრო დიდი ისტორიული მნიშვნელობის სიმბოლო, ვიდრე ერთად აღებული ყველა შენი მწამებელი.
ღრმად ვარ დარწმუნებული, და ჩემი ინტუიცია თითქმის არასდროს შემცდარა, რომ პუტინის რეჟიმი დიდი სისწრაფით უახლოვდება დასასრულს. აუცილებელია, ცოცხალი და ჯანმრთელი იყო. არ უსმინო მათ, ვინც რუსეთში უკან დაბრუნების გამო გაკრიტიკებს. ჩვენ ვერ შევცვლით ჩვენს ქვეყნებს იქ ყოფნის გარეშე, თუნდაც ეს ციხეში უდიდეს განსაცდელს ნიშნავდეს.
სოციალურ ქსელში დაწერა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
რუსეთის პროკურატურამ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთვის "ექსტრემიზმის" საქმეზე 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. ამის შესახებ ნავალნის თანამებრძოლი, ივან ჟდანოვი ავრცელებს ინფორმაციას. მისივე თქმით, პროკურორი სასჯელის მოხდას განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში ითხოვს.