ჩემი ინფორმაციით, [საქართველოში] რუსების დივერსიული ჯგუფია შემოსული. ეს დივერსიული ჯგუფი არის ძალიან ცუდი განზრახვებით. ისინი შეიარაღებული არიან, ისინი რუსეთის არმიის პირველი სამმართველოს მიერ იმართებიან. ამ სიტუაციაში, როგორც არასდროს, გვჭირდება კოორდინაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. როგორც არასდროს, გვჭირდება კოორდინაცია ასევე ჩვენს ხალხთან და ჩვენ აუცილებლად გავალთ სამშვიდობოს.
განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.