სააგენტო: 16-18 ივნისს მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე შტორმი

სააგენტო: 16-18 ივნისს მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16-18 ივნის საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

"მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)", - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.