რუტეს თქმით, არ აწუხებს აშშ-ის არჩევნების შედეგები, რადგან უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება

რუტეს თქმით, არ აწუხებს აშშ-ის არჩევნების შედეგები, რადგან უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება

NATO-ს ახალი გენერალურ მდივნმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ მას არ აწუხებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შესაძლო გავლენა ალიანსის ერთიანობაზე და კერძოდ უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე. მან აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება და პრიორიტეტული სიის სათავეში უკრაინა იქნება.

NATO-ს ახლად დანიშნულმა გენერალურმა მდივანმა ასევე თქვა, რომ დარწმუნებულია დონალდ ტრამპის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერაში. ასევე აღნიშნა, რომ მასთან ერთად 4 წლის განმავლობაში მუშაობდა.

"რა თქმა უნდა, კამალა ჰარისს აქვს ფანტასტიკური გამოცდილება, როგორც ვიცე-პრეზიდენტი. ის ძალიან პატივსაცემი ლიდერია. ასე რომ, მე შევძლებ ორივესთან [ტრამპსა და კამალასთან] მუშაობას", - თქვა მარკ რუტემ.