პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ტყუილს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას იმაზე, რომ მას აშშ-ში ყოფნის დროს, პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპთან ან რესპუბლიკელების სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრის მცდელობა ჰქონდა.
"ტყუილია. იქ საუბარი იყო მხოლოდ გაეროს ფორმატში შეხვედრებზე. ყველა დანარჩენ ფორმასა და მცდელობასთან დაკავშირებით საუბარი არის სრული სიცრუე"- ამბობს კობახიძე.
კობახიძის მტკიცებით, ასევე სიცრუეა ინფორმაცია, რომ ისრაელის ხელისუფლების დახმარებით შეხვედრების ორგანიზებას ცდილობდნენ.
"ეს არის აბსოლუტური სიცრუე. ჩვეულებრივი ტყუილია. ლელოს ერთ-ერთი ექსპერტის მხრიდან მოდიოდა ის ინფორმაციას, რომ თითქოს ჩვენ ისრაელის ხელისუფლების დახმარების ვცდილობდით გარკვეული შეხვედრების ორგანიზებას. ზუსტად იგივე ტყუილია"- თქვა კობახიძემ.