ნიდერლანდების პრემიერმინისტრის, მარკ რუტეს განცხადებით, F-16 საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ერთ-ერთი მთავარი ვალდებულებაა.
"F-16-ების მიწოდება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. ეს გადაწყვეტილება ადასტურებს ნიდერლანდების მუდმივ ვალდებულებას, უზრუნველყოს უკრაინის მხარდაჭერა, რომელიც მას რუსეთის მიმდინარე აგრესიაზე საპასუხოდ სჭირდება.
აღფრთოვანებული ვარ უკრაინის პროგრესით და ნიდერლანდები მზადაა, უკრაინას დაეხმაროს. მე დავარწმუნე პრეზიდენტი ზელენსკი, რომ ნიდერლანდები ყველა ღონეს გამოიყენებს ევროსაბჭოში შეთანხმების მისაღწევად", - ამბობს ნიდერლანდების პრემიერი.
დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნიდერლანდები უკრაინისთვის 18 F-16 საბრძოლო თვითმფრინავის გადაცემისთვის ემზადება.