
NATO-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს თქმით, რუსეთი თავის სამხედრო შესაძლებლობებს აძლიერებს და ხუთ წელში მზად იქნება, გამოიყენოს სამხედრო ძალა ალიანსის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ.
"რუსეთი შესაძლოა ხუთი წელში მზად იყოს სამხედრო ძალის გამოყენებისთვის NATO-ს წინააღმდეგ. რუსეთი თანამშრომლობს ჩინეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან. ისინი აფართოებენ თავიანთ სამხედრო ძალებს და შესაძლებლობებს. პუტინის საომარი მანქანა ჩქარდება და არა პირიქით. რუსეთი აღადგენს თავის ძალებს ჩინური ტექნოლოგიებით და აწარმოებს მეტ იარაღს უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვენ გვეგონა", - თქვა რუტემ.
მისი თქმით, რომ რუსეთი სამ თვეში იმდენ საბრძოლო მასალას აწარმოებს, რამდენსაც NATO-ს ყველა ქვეყანა ერთ წელში.
"მოსალოდნელია, რომ მისი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა მხოლოდ წელს 1500 ტანკით, 3000 ჯავშანმანქანითა და 200 "ისკანდერის" რაკეტით გამრავლდეს. ნუ მოვიტყუებთ თავს. ახლა ყველანი აღმოსავლეთ ფლანგზე ვართ. რუსული რაკეტების ახალი თაობა ხმის სიჩქარეზე რამდენჯერმე სწრაფად მოძრაობს. მათთვის ევროპულ დედაქალაქებს შორის მანძილი მხოლოდ წუთების საკითხია. აღარ არსებობს აღმოსავლეთი ან დასავლეთი. არსებობს მხოლოდ NATO", - განაცხადა რუტემ.