რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს მახლობლად მდებარე სოფელი დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"7 ოქტომბერს, დაახლოებით 07:45 საათზე რუსეთის არმიამ ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი ბელენკოე დაბომბა. რუსებმა კასეტური ჭურვები ისროლეს, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.
ამასთან, დაბომბვის შედეგად 5 კერძო სახლი დაზიანდა", - აცხადებს ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.