რუსულმა ძალებმა სუმის ოლქი დრონებით დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა სუმის ოლქი დრონებით დაბომბეს - არის მსხვერპლი

სუმის ოლქის პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, რუსულმა ძალებმა სუმის ოლქი დრონებით დაბომბეს, რამაც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე იმსხვერპლა.

"7 ივნისს, დაახლოებით 03:15 საათზე, ოკუპანტები სუმის ოლქის იუნაკოვსკაიას თემის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს.

ამის შედეგად ხანძარი გაჩნდა და საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა. დაიღუპა 41 წლის კაცი და 60 წლის ქალი, 1 ადამიანი კი დაშავდა", - აცხადებს სუმის ოლქის პროკურატურის პრესსამსახური.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.