ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პროკუდინის ცნობით, რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
"რუსეთის მიერ სოფელ სადოვოეს დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაშავდა. დაახლოებით დილის 10:40 საათზე, რუსულმა ძალებმა საცხოვრებელ კორპუსს ჭურვები დაუშინეს.
სამწუხაროდ, ეზოში მყოფი 63 წლის ქალი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე დაიღუპა. 58 წლის კაცი მრავლობითი ჭრილობით საავამყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა", - ამბობს პროკუდინი.
ამასთან, როგორც ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რუსული ძალების მხრიდან სოფელ სადოვოეს დაბომბვის შედეგად დაზიანდა კერძო სახლები, ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენი.