ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პროკუდინის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა.
"რუსეთის არმიამ დღის დასაწყისიდან კიდევ ერთხელ შეუტია ხერსონს, დაახლოებით 10 საათზე მტერმა სატრანსპორტო საწარმოს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 პოლიციელი", - თქვა პროკუდინმა.
ამასთან, ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დაშავებულთაგან 2 მძიმე მდგომარეობაშია.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.