რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს, რის შედეგადაც 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"ღამით რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს, რის შედეგადაც 11 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის 9 თვის ბავშვი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და მანქანები", - აცხადებს ხერსონი რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.