რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლექსანდრ პროკუდინი ავრცელებს.
"12:00 საათის შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონს დროებით ოკუპირებული მარცხენა სანაპიროდან ცეცხლი გაუხსნეს. ქალაქის ცენტრში ჭურვები ისროლეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.
დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. მას სამედიცინო დახმარება უტარდება", - თქვა ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.