რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს - არის მსხვერპლი

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პროკუდინის განცხადებით, რუსებმა ხერსონი დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

"შუადღისას, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დროებით ოკუპირებული მარცხენა სანაპიროდან ხერსონის დნეპრის რაიონს დაარტყეს. დაზიანდა კერძო სახლები", - თქვა პროკუდინმა.

ამასთან, ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.