რუსულმა ძალებმა კუპიანსკის ოლქი დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა კუპიანსკის ოლქი დაბომბეს - არის მსხვერპლი

ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსულმა ძალებმა კუპიანსკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა.

"რუსეთის ჯარებმა კუპიანსკის ოლქის სოფელი პოდოლი დაბომბეს. ჭურვები კაფესაც მოხვდა.

თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაშავდა", - თქვა ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

გუშინ, უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ აღმოსავლეთით ვითარება კვლავ დაძაბულია. ამასთან, მან აღნიშნა, რომ კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით ერთთვიანი მკაცრი ბრძოლებისა და მნიშვნელოვანი დაკანარგების შემდეგ, მტერი სამხედრო ძალებს აგროვებს.