რუსულმა ძალებმა კონსტანტინოვკა დაბომბეს

რუსულმა ძალებმა კონსტანტინოვკა დაბომბეს

კონსტანტინოვკას საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ალექსეი როსლოვის განცხადებით, რუსულმა ძალებმა კონსტანტინოვკა დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა.

"დაახლოებით 19:40 საათზე, რუსმა სამხედროებმა [დონეცკის ოლქის] ქალაქი კონსტანტინოვკა დაბომბეს. დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ერთის მდგომარეობა მძიმეა", - თქვა როსლოვმა.

ამასთან, კონსტანტინოვკას საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ამბობს, რომ რუსული ძალების მხრიდან თავდასხმის შედეგად 6 კერძო სახლი დაზიანდა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.