რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს - არის მსხვერპლი

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, გუშინ, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა.

"რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას კლავს! 25 მარტს, რუსებმა დონეცკის ოლქის 2 მცხოვრები მოკლეს: ჩრდილოეთით და ქალაქ ჩასოვ იარში. რეგიონში კიდევ 1 ადამიანი დაშავდა. ყველა სამხედრო დამნაშავე დაისჯება!", - თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

26 მარტის დილის მდგომარეობით, მტერმა არაერთი სარაკეტო შეტევა განახორციელა დონეცკის რეგიონზე, მათ შორის კრამატორსკზე. რუსებმა ასევე დაბომბეს 15 სახლი ზვანოვკაში და 5 სახლი პერეეზდნოში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.