უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
"რუსი ოკუპანტების მხრიდან დონეცკის ოლქის ტერიტორიის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. მტერმა S-300 და Grad MLRS საჰაერო თავდაცვის სისტემიდან ისროლა", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ცეცხლის ქვეშ მოექცა 6 დასახლება. მათ შორის ავდიივკა, კონსტანტინოვკა, სოფელი ველიკაია ნოვოსელკა და ბოგოიავლენკა.
დაბომბვის შედეგად განადგურდა 28 სამოქალაქო ობიექტი, რომელთა შორისაა 18 საცხოვრებელი კორპუსი, საწარმო, სკოლა, მანქანები, გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზი.