რუსულმა არმიამ კრივი-რიჰზე იერიში მიიტანა, დაიღუპა სამი ადამიანი

რუსულმა არმიამ კრივი-რიჰზე იერიში მიიტანა, დაიღუპა სამი ადამიანი

რუსულმა არმიამ დნიპროპეტროვსკის ოლქში კრივი-რიჰზე მიიტანა იერიში. შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის 12 წლის ბიჭი. ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისკა ავრცელებს.

ქალაქში დარტყმის სამიზნე კერძო სექტორი გახდა, დაღუპულია ასევე ორი ქალი - 75 და 79 წლის. გარდა ამისა, სამმა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო, მათ შორისაა 17 წლის მოზარდი და ორი კაცი.

ამასთან, დარტმის ქვეშ მოჰყვა დნიპრო. ქალაქში დაინგრა საგანმანათლებლო ცენტრის შენობა და საცხოვრებელ სახლებში მინები ჩაიმსხვრა. დაშავებულია ერთი ადამიანი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის ჯარებმა დაარტყეს დნეპროპეტროვსკის რეგიონს ოთხი ბალისტიკური რაკეტა ისკანდერ-M/KN-23 და ხუთი მართვადი რაკეტა, ეს ხუთი რაკეტა ჩამოაგდეს.