რუსული შეტევა კიევზე: დაღუპულია 5, დაშავებულია 19 ადამიანი

რუსული შეტევა კიევზე: დაღუპულია 5, დაშავებულია 19 ადამიანი

რუსეთის მხრიდან განხორციელებული ღამის კომბინირებული შეტევის შედეგად კიევში 5 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 19 მოქალაქე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შს მინისტრი იჰორ კლიმენკო, მერის ვიტალი კლიჩკო და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური (ДСНС) ავრცელებენ.

როგორც კლიმენკომ განაცხადა, ყველაზე მძიმე მდგომარეობაა შევჩენკოს რაიონში, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად დაინგრა.

"ყველაზე მძიმე შედეგები შევჩენკოს რაიონშია. მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მთელი ერთი სადარბაზო დანგრეულია. ამ დროისთვის 4 დაღუპულია. მაშველებმა 10 დაშავებული გადაარჩინეს. მიმდინარეობს სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება. ნანგრევების დემონტაჟი გრძელდება. წინასწარი ინფორმაციით, შენობის ნარჩენებში კიდევ არიან ადამიანები", - განაცხადა კლიმენკომ.

შემდგომ, დილის 7:27 საათზე კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა.

"ამჟამად კიევში 5 დაღუპულია მტრის შეტევის შედეგად შევჩენკოს რაიონში. ქალაქში ჯამში 19 ადამიანი დაშავდა. მათგან 8 ქალაქის საავადმყოფოებში მკურნალობს", - განაცხადა კლიჩკომ.

სამაშველო სამსახური ადგილზე აგრძელებს მუშაობას.