"რუსული მშვიდობა კლავს" - ნაციონალური მოძრაობის წევრები ქუთაისში აქციას მართავენ

"რუსული მშვიდობა კლავს" - ნაციონალური მოძრაობის წევრები ქუთაისში აქციას მართავენ

"რუსული მშვიდობა კლავს" - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის წევრები ქუთაისში, სუს-ის შენობასთან აქციას მართავენ.

აქცია კირბალში მომხდარ მკვლელობას და გატაცებას ეხება. ნაციონალური მოძრაობის წევრები რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილ მკვლელობას აპროტესტებენ.

"150 წლის წინათ ეს შენობა [სუს-ის] ქუთაისისთვის ასოცირდებოდა ოკუპაციასთან, დღესაც სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეშიც ეს შენობა ასოცირდება ოკუპაციასთან, მორჩილებასთან. ფრთიანი ფრაზა უნდა ვთქვა: "თუ არჩევანს აკეთებ ბრძოლასა და სირცხვილს შორის და ფსონს დებ სირცხვილზე, მიიღებ ომს". ამ ეტაპს გავდივართ ახლა ჩვენ.

სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ უკვე დიდი ხანია, ფსონი დადო სირცხვილზე და ამ პროცესებს კარგი დასასრული არ აქვს", - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი, თემურ ცამციშვილი.

***

6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.

ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურია, გატაცებულია ლევან დოთიაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.