რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ახალგაზრდები პატიმრობაში დატოვეს

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ახალგაზრდები პატიმრობაში დატოვეს

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი პატიმრობაში დატოვეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნათია გუდაძემ გამოაცხადა.

ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ოკრიბელაშვილსა და მეფარიშვილს სასამართლო 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებას ედავება.